1762788375
უცხოეთი
ნიუ-დელიში ავტომობილის აფეთქებას, სულ მცირე, 8 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთის დედაქალაქში, ისტორიულ წითელ ციხესიმაგრესთან ახლოს, ავტომობილი აფეთქდა.
მედიის ცნობით, აფეთქებას, სულ მცირე, 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.
სახანძრო სამსახურის განცხადებით, აფეთქების შემდეგ ცეცხლი ახლოს მდგომ ექვს ავტომობილს გაუჩნდა.
პოლიციის ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და გამოძიება მიმდინარეობს.