Loading data...
ნიკოლა სარკოზი: ციხის არ მეშინია, თავს მაღლა ავწევ ციხის კარიბჭის წინაც კი

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ „პატიმრობის არ ეშინია“,- ამის შესახებ მან La Tribune Dimanche- თან ინტერვიუში განაცხადა.

სარკოზიმ განაცხადა, რომ მოახლოებულ პატიმრობას მის ცხოვრებაში „ახალ თავს“ უწოდებს.

„ციხის არ მეშინია. თავს მაღლა ავწევ ციხის კარიბჭის წინაც კი“, - განაცხადა სარკოზიმ.

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ციხეში ყოფნის პერიოდის ნაყოფიერად გამოყენებას აპირებს და წიგნის დაწერას გეგმავს.