1762787556
უცხოეთი
ნიკოლა სარკოზი ციხიდან გაათავისუფლეს
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი ციხიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც პარიზის სასამართლომ 10 ნოემბერს გადაწყვიტა, რომ სააპელაციო სასამართლოს მოლოდინში მისი გათავისუფლება შეიძლება.
The Guardian-ი წერს, რომ ნიკოლა სარკოზიმ საპატიმრო უკვე დატოვა.
მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი პარიზის „ლა სანტეს“ ციხიდან საკუთარ ბინაში მივიდა.