ნიკოლ ფაშინიანმა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ აზერბაიჯანის საჰაერო სივრცე პირველად გამოიყენა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ აზერბაიჯანის საჰაერო სივრცე პირველად გამოიყენა. ამის შესახებ ფაშინიანის პრესმდივანი ნაზელი ბაღდასარიანი Facebook-ზე იტყობინება.
როგორც ბაღდასარიანმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავი საზღვარგარეთ ვიზიტით 30-31 აგვისტოს ღამეს გაფრინდა და სომხეთში 6 სექტემბერს დაბრუნდა.
„8 აგვისტოს ვაშინგტონში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ სომხეთის შესაბამისმა ორგანოებმა აზერბაიჯანს პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავის გადაფრენის ნებართვა სთხოვეს და დადებითი პასუხი მიიღეს“, - განაცხადა პრესმდივანმა.
მისი თქმით, სომხეთის მთავრობა ამ ფაქტს „რეგიონში კომუნიკაციების განბლოკვის, სამშვიდობო დღის წესრიგის წინსვლისა და ურთიერთნდობის ატმოსფეროს შექმნისკენ გადადგმულ პრაქტიკულ ნაბიჯად“ მიიჩნევს.