Loading data...
ნიკოლ ფაშინიანმა მუსიკალური ჯგუფი შექმნა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარი მუსიკალური ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადა. 

სომხეთის პრემიერმა თავის Facebook გვერდზე გამოაქვეყნა ჯგუფის ლოგო და სახელი. ჯგუფს „ვარჩაბენდი“ ჰქვია - სახელწოდება შედგება სომხური სიტყვა „პრემიერის“ და სიტყვა „ბენდის“ პირველი ორი მარცვლისგან.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ჯგუფის პირველი კონცერტი ერევანში 30 იანვარს გაიმართება. მან თქვა, რომ კონცერტის ადგილმდებარეობის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი და დასწრება წინასწარი რეგისტრაციით იქნება შესაძლებელი.