1774708424
უცხოეთი
ნიკოლ ფაშინიანი: მალე რუსეთში წავალ, ჩვენ კავშირებს ვინარჩუნებთ
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთში ვიზიტს გეგმავს, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ერევანი მოსკოვთან კავშირებს ინარჩუნებს, - აღნიშნულის შესახებ სომხური მედია წერს.
„მალე რუსეთში წავალ. ჩვენ კავშირებს ვინარჩუნებთ“, - განაცხადა ფაშინიანმა ერევანში მოქალაქეებთან შეხვედრისას, რუსეთთან ურთიერთობების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.
მან დასძინა, რომ რუსეთი სომხეთისთვის მეგობრულ ქვეყნად რჩება.
23 მარტს ნიკოლ ფაშინიანმა ტელეფონით ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგი და შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში შესაბამისი შესაძლებლობის შემთხვევაში, მოლაპარაკებები შეხვედრის ფორმატში გაგრძელდება.