Loading data...
ნიკოლ ფაშინიანი: ჩვენ დაინტერესებულები ვართ რუსეთთან ურთიერთობების შემდგომი განვითარებით და ასევე, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში მონაწილეობით

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი დაინტერესებულია რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების განვითარებით, ასევე ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში მონაწილეობით. „არმენპრეს“ -ის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ეკატერინბურგში რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდეგ, ჩვენ დაინტერესებულები ვართ რუსეთთან ურთიერთობების შემდგომი განვითარებით, ასევე, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში მონაწილეობით“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ფაშინიანმა ასევე დასძინა, რომ ბოლო დროს სომხეთსა და რუსეთს შორის გარკვეული პრობლემები წარმოიშვა და იმედი გამოთქვა, რომ მათი მოგვარება შესაძლებელი იქნება.

ცნობისთვის, მოსკოვმა გასულ თვეში არჩევნებამდე სომხეთს ფართომასშტაბიანი სავაჭრო შეზღუდვები დაუწესა, დროებით აკრძალა სომხური საქონლის იმპორტი, მათ შორის ახალი პროდუქტების, ყვავილების, თევზისა და ალკოჰოლური პროდუქტების.