Loading data...
ნიგერიაში სკოლის მოსწავლეების მასობრივი გატაცების შემდეგ, 50-მა ბავშვმა გაქცევა მოახერხა - BBC

ნიგერიაში კათოლიკური სკოლიდან შეიარაღებული პირების მიერ გატაცებული 315 ბავშვიდან 50-მა გაქცევა მოახერხა. გატაცება პარასკევს, 21 ნოემბერს მოხდა. ინფორმაციაზე BBC წერს. 

ნიგერიის ქრისტიანული ასოციაციის განცხადებით, გაქცეული ბავშვები ოჯახებს, უკვე, დაუბრუნდნენ. ამ ეტაპზე, სამხედროების ხელმძღვანელობით, მასშტაბური სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დარჩენილი 265 ბავშვისა და 12 მასწავლებლის გადასარჩენად მიმდინარეობს. 

ინციდენტის შემდეგ, ნიგერიის რამდენიმე შტატის ხელისუფლებამ სკოლების დახურვის ბრძანება გასცა. ნიგერიის პრეზიდენტმა ბოლა ტინუბუმ კი, დამატებით 30 000 პოლიციელი დაიქირავა.