1778959679
უცხოეთი
ნიგერიაში სკოლაზე თავდასხმის შემდეგ, სულ მცირე, 42 მოსწავლე გაიტაცეს
ნიგერიაში სკოლაზე თავდასხმის შემდეგ, სულ მცირე, 42 მოსწავლე გაიტაცეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
შემთხვევა ბორნოს შტატის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა და თავდასხმის უკან, სავარაუდოდ, ისლამისტი მებრძოლები დგანან, რომლებიც აღნიშნულ რეგიონში თავდასხმებს ხშირად აწყობენ.
ადგილობრივი სენატორის განცხადებით, მოსწავლეები მაშინ გაიტაცეს, როცა გაკვეთილები მიმდინარეობდა.
მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ ეტაპზე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.