Loading data...
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პარტიის შტაბ-ბინაში ძლიერი აფეთქება მოხდა

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის რობ იეტენის ხელმძღვანელობით მოქმედი პოლიტიკური პარტიის D66-ის შტაბ-ბინაში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას NOS-ი ავრცელებს. 

უფრო კონკრეტულად კი, უცხოური მედიის ცნობით, 7 მაისს ღამით, ადგილობრივი დროით საღამოს 9:00 საათზე ჰააგაში, D66 პარტიის ოფისში აფეთქება მოხდა.

ერთი საათის შემდეგ კი პოლიციამ ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ განაცხადა.

როგორც უცხოური მედია იტყობინება, კაცმა საფოსტო ყუთში ხელნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერება მოათავსა.

„შენობაში ხალხი იმყოფებოდა, თუმცა არავინ დაშავებულა. ისინი შეშინებული არიან“, - აღნიშნა პარტიის პრესსამსახურმა. 

მომხდარს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა და „დაშინების მცდელობა“ უწოდა.