ნიდერლანდების ახალი პრემიერ-მინისტრი: პუტინთან საუბრის დრო ჯერ არ დამდგარა
ნიდერლანდების ახალმა პრემიერ-მინისტრმა რობ იეტენმა გამორიცხა რუსეთთან მოლაპარაკებები უკრაინაში ომის შესახებ და წარმოადგინა ახალი სამთავრობო პროგრამა, რომელიც უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას მოიცავს.
პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ მოსკოვთან მოლაპარაკებას არ დაიწყებს, რადგან ამჟამად „არ არსებობს ნიშნები“ იმისა, რომ რუსეთს უკრაინაში ომის დასრულება სურს.
„და სანამ აგრესია გაგრძელდება, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას“, - აღნიშნა მან.
ნიდერლანდების პრემიერი იძლევა გარანტიას, რომ ნიდერლანდები არ შეწყვეტს კიევის მხარდაჭერას.
„უკრაინაში მიმდინარე ბრძოლა მთელი ევროპის უსაფრთხოებას ეხება. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ გრძელვადიანი ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის გაწევას და გავაგრძელებთ გაყინული რუსული აქტივების გამოყენების მხარდაჭერას“, - განაცხადა ნიდერლანდების ახალმა პრემიერ-მინისტრმა.