Loading data...
ნეთანიაჰუმ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, თეთრ სახლში გამართული ვახშმის დროს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ მან ის ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა. იტყობინება Bloomberg.

ბატონო პრეზიდენტო, მინდა წარმოგიდგინოთ წერილი, რომელიც ნობელის პრემიის კომიტეტს გავუგზავნე. ეს თქვენი წარდგენაა მშვიდობის პრემიისთვის, რაც დაიმსახურეთ და უნდა მიიღოთ“, - განუცხადა ნეთანიაჰუმ ამერიკის პრეზიდენტს.

ტრამპმა უპასუხა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ასეთი განცხადება „ძალიან მნიშვნელოვანი“ იყო.

თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა პრემიაზე წარდგენისთვის.

„დიდი მადლობა, ბიბი. ეს არ ვიცოდი. განსაკუთრებით თქვენგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთად ბევრი წარმატება გვქონდა. ვფიქრობ, მომავალში კიდევ უფრო დიდი წარმატებები იქნება. ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ თეთრ სახლში ხართ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

როგორც „ბლუმბერგი“ აღნიშნავს, ნეთანიაჰუ არ არის პირველი უცხოელი ლიდერი, რომელმაც ტრამპი ნობელის პრემიაზე წარადგინა.