1761670461
უცხოეთი
ნეთანიაჰუმ თავდაცვის ძალებს უბრძანა, დაუყოვნებლივი და მძლავრი დარტყმები მიიტანონ ღაზაზე - ისრაელის პრემიერის ოფისი
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის ძალებს დაავალა „დაუყოვნებელი და მძლავრი დარტყმები“ განახორციელოს ღაზას სექტორზე. ამის შესახებ Times of Israel-ი ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით იტყობინება.
ისრაელის მედიის ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებს ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში თავს დაესხნენ.
ისრაელის მედია წერს, რომ აღნიშნულმა ფაქტმა ისრაელის ხელისუფლების შეშფოთება გამოიწვია.
„უსაფრთხოების საკითხებზე კონსულტაციების დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ სამხედრო ხელმძღვანელობას დაავალა დაუყოვნებლივ დაიწყონ ძლიერი დარტყმები ღაზას სექტორზე“, - ნათქვამია განცხადებაში.