1758191436
უცხოეთი
ნეთანიაჰუ: ვიღაცამ შეთხზა საშინელი, დიდი ტყუილი, თითქოს ისრაელს კავშირი აქვს ჩარლი კირკის მკვლელობასთან, ეს აღმაშფოთებელია

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ „საშინელ დიდ ტყუილს“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ამერიკელი აქტივისტი ჩარლი კირკი ისრაელმა მოკლა.
„ნაცისტური პროპაგანდის მინისტრმა, ჯოზეფ გებელსმა თქვა, რომ რაც უფრო დიდია ტყუილი, მით უფრო სწრაფად გავრცელდება. ვიღაცამ შეთხზა საშინელი, დიდი ტყუილი, თითქოს ისრაელს ჩარლი კირკის საშინელ მკვლელობასთან კავშირი ჰქონდა. ეს სიგიჟეა. ეს ტყუილია. ეს აღმაშფოთებელია. ახლა ზოგიერთი ამ ამაზრზენ ჭორებს ავრცელებს – შესაძლოა, აკვიატების გამო, შესაძლოა, კატარის დაფინანსებით“, - აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.