Loading data...
ნეთანიაჰუ: ომი „საბოლოოდ დასრულდება“ მას შემდეგ, რაც „ჰამასი“ განიარაღდება და ღაზა დემილიტარიზებული იქნება

ღაზაში ომი „საბოლოოდ დასრულდება, როდესაც მიღებული შეთანხმების პირობები შესრულდება“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

„ეს, უპირველეს ყოვლისა, პირველ ეტაპს მოიცავს, ჩვენი ყველა მძევლის დაბრუნებას. ჩვენ ახლა ამაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა მან.

„ჩვენ მტკიცედ ვდგავართ იმ აზრზე, რომ შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს“, - დასძინა ნეთანიაჰუმ. 

მისივე თქმით, თუ „ჰამასი“ არ დათანხმდება განიარაღებას, ეს „რთული გზით“ მოხდება.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც „ჰამასი“ განიარაღდება და ღაზა დემილიტარიზებული იქნება, „ომი დასრულდება“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.