Loading data...
ნეთანიაჰუ: ისრაელი ძალიან წუხს ღაზის სამხრეთით, ნასერის საავადმყოფოში მომხდარი ტრაგიკული უბედური შემთხვევის გამო

ისრაელი ძალიან წუხს ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ნასერის საავადმყოფოში მომხდარი ტრაგიკული უბედური შემთხვევის გამო, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„ჩვენი ომი არის „ჰამასის“ ტერორისტებთან. ჩვენი სამართლიანი მიზნებია „ჰამასის“ დამარცხება და ჩვენი მძევლების სახლში დაბრუნება“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.