Loading data...
ნეთანიაჰუ ისრაელელი სამხედროს მიერ სამხრეთ ლიბანში იესოს ქანდაკების დაზიანებას „მკაცრად გმობს“

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ „მკაცრად გმობს“ ისრაელელი სამხედროს მიერ სამხრეთ ლიბანში იესოს ქანდაკების დაზიანებას.

მისი თქმით, მომხდარზე უკვე დაიწყო გამოძიება და სამხედროს, რომელმაც იესოს ქანდაკება დააზიანა, მკაცრი დისციპლინარული პასუხი ელოდება.

„ისრაელელების აბსოლუტური უმრავლესობა გაოგნებული და დამწუხრებული იყო ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ. ისრაელი ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ადგილია, რომელიც ყველას რელიგიის თავისუფლებას იცავს. მწუხარებას გამოვთქვამთ ინციდენტისა და მის მიერ მიყენებული ნებისმიერი ზიანის გამო“, - წერს ისრაელის პრემიერ-მინისტრი.