ნეთანიაჰუ: ირანში რეჟიმის შეცვლა ჩვენი მიზანი არ არის

„ჩვენს მიზანს ირანში რეჟიმის შეცვლა არ წარმოადგენს“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
მისივე თქმით, ისრაელის მთავარ მიზანს ბირთვული პროგრამის შენარჩუნება და მისგან მომდინარე საფრთხის აღმოფხვრაა.
„ჩვენი მთავარი მიზანი ბირთვული პროგრამის შეჩერება და მისგან მომდინარე საფრთხის აღმოფხვრაა. მეორე მიზანი კი ირანის ბალისტიკური შესაძლებლობების თავიდან აცილებაა.
რეჟიმის შეცვლის ან ამ რეჟიმის დამხობის საკითხი, უპირველეს ყოვლისა, ირანელი ხალხის საკითხია. ისრაელს აქვს ძალაუფლება, გაანადგუროს ირანის ყველა ბირთვული ობიექტი, მიუხედავად იმისა, გადაწყვეტს თუ არა ამას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი“, - აცხადებს ნეთანიაჰუ.
ცნობისთვის, 13 ივნისს ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია - „აღმავალი ლომი“ დაიწყო. ისრაელის განცხადებით, თეირანი ბირთვულ იარაღს ქმნის და ისრაელის არსებობას ემუქრება.
პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო.