Loading data...
ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად აქტიურად მუშაობს

სამხრეთ ლიბანში ისრაელის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ „ჰეზბოლას“ დრონებით თავდასხმების რაოდენობის ზრდის ფონზე, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მან უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სპეციალური პროგრამის შექმნის განკარგულება გასცა.

„რამდენიმე კვირის წინ ბრძანება გავეცი უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სპეციალური პროგრამის შექმნაზე. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ამერიკული თვითმფრინავები, რომელსაც შევიძენთ, ისრაელის საჰაერო უპირატესობას კიდევ უფრო განამტკიცებს. მომდევნო ათი წლის განმავლობაში თავდაცვის ბიუჯეტს 350 მილიარდი შეკელი დაემატება საბრძოლო მასალების ადგილობრივი წარმოებისთვის“, - აცხადებს ისრაელის პრემიერი.