Loading data...
ნეპალში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 157-მდე გაიზარდა

ნეპალის პოლიციის ინფორმაციით, წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 157-მდე გაიზარდა

მათივე ცნობით, სულ მცირე, 41 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ასეულობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

ნეპალის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია, ასევე, აცხადებს, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

ცნობისთვის, სტიქია კატმანდუს ჩრდილოეთით გამთენიისას დაიწყო. წყალდიდობა თოვლის საფარის დნობის გამო მთის მდინარეში წყლის დონის მატებამ გამოიწვია. ნეპალისა და ჩინეთის საზღვართან მასშტაბურმა წყალდიდობამ ნეპალში სახლები, გზები, ხიდები და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა დააზიანა.