Loading data...
ნეპალის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა - ახალი არჩევნები 2026 წლის 5 მარტს ჩატარდება

ნეპალის პრეზიდენტმა რამჩანდრა პაუდელიმ პარლამენტი დაითხოვა.

მედიის ცნობით, ახალი არჩევნები 2026 წლის 5 მარტს ჩატარდება.

პრეზიდენტმა წარმომადგენელთა პალატის დათხოვნის განკარგულება მას შემდეგ გასცა, რაც ქვეყნის დროებით პრემიერ-მინისტრად ყოფილი მთავარი მოსამართლე სუშილა კარკი დაინიშნა.

სუშილა კარკი ნეპალის ერთადერთი ქალი მთავარი მოსამართლე იყო. ის აღნიშნულ თანამდებობას დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, 2016-2017 წლებში იკავებდა. დემონსტრანტებმა ნეპალის დროებით პრემიერ-მინისტრის პოსტზე კირკის კანდიდატურა სოციალურ ქსელ Discord-ში ხმის მიცემის გზით აარჩიეს.