Loading data...
ნეპალის პრემიერი: ეჭვგარეშეა, რომ კლიმატის ცვლილებამ ხელი შეუწყო ნეპალში მომხდარ კატასტროფულ წყალდიდობას

„ეჭვგარეშეა, რომ ნეპალში კატასტროფული წყალდიდობა კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია“, - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბალენდრა შაჰმა.

მისი თქმით, კლიმატის ცვლილებამ ჰიმალაის რეგიონში ტემპერატურის 1.8 გრადუსი ცელსიუსით ზრდა გამოიწვია.

„ეჭვგარეშეა, რომ კლიმატის ცვლილება ამ კატასტროფის ერთ-ერთი მიზეზია“, - აღნიშნა მან.

შაჰის აღნიშვნით, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წყალდიდობა ყინულისა და თოვლის ზვავმა გამოიწვია.

„დადგა დრო, რომ ეს რეგიონი არა მხოლოდ უფრო ფხიზლად იყოს, არამედ ჩვენც ვაცნობოთ საერთაშორისო საზოგადოებას კლიმატის ცვლილების შედეგად, ჩვენს წინაშე არსებული კატასტროფების შესახებ. რატომ ჩამოიშალა ყინული და კლდეები? საიდან გაჩნდა ეს წყალი? კაცობრიობამ ამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს“, - დასძინა ბალენდრა შაჰმა.