Loading data...
ნეპალის ფინანსთა მინისტრი: ქვეყანას წყალდიდობის შემდეგ აღდგენისთვის 4-5 მილიარდი დოლარი დასჭირდება

ნეპალის ფინანსთა მინისტრის სვარნიმ ვაგლეს განცხადებით, ქვეყანას დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ აღსადგენად დაახლოებით 4-დან 5 მილიარდ დოლარამდე დასჭირდება. 

„ეს მხოლოდ წინასწარი შეფასებაა. ზარალისა და ზიანის სრული შეფასება ჯერ კიდევ მიმდინარეობს“, - განუცხადა მან საინფორმაციო სააგენტო Reuters.

სტიქიამ არა მხოლოდ საცხოვრებელი სახლები გაანადგურა, არამედ სერიოზულად დააზიანა ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურაც - გზები, ხიდები, დასახლებები და ელექტროენერგიის ობიექტები.