1788295849
უცხოეთი
ნეპალის არმიის ცნობით, საჰაერო ძალების დახმარებით, სულ მცირე, 119 ადამიანი გადაარჩინეს
ნეპალის არმია აცხადებს, რომ საჰაერო ძალების დახმარებით, სულ მცირე, 119 ადამიანი გადაარჩინა, მათ შორის ერთი ბრიტანეთის მოქალაქე. წერს CNN.
„ამ დროისთვის ნეპალის არმიამ საჰაერო ძალების დახმარებით სულ 3 891 ადამიანი გადაარჩინა, მათ შორის 273 უცხო ქვეყნის მოქალაქე“, - დასძინა არმიამ.
ცნობისთვის, სამაშველო სამუშაოები რთულ კლიმატურ პირობებში, ვერტმფრენების დახმარებით მიმდინარეობს. მაშველები ცდილობენ მიაღწიონ ჰიდროელექტროსადგურების დაზიანებულ გვირაბებში ჩარჩენილ ასეულობით მუშამდე.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთობლივმა სამძებრო-სამაშველო ჯგუფებმა მძიმე ტექნიკა, მათ შორის ექსკავატორები გამოიყენეს ტრიშულის მდინარეზე ტალახსა და კლდეში ჩაფლული გვირაბების აღმოსაჩენად.