Loading data...
NBC News - აშშ ირანის შესაძლო საპასუხო დარტყმისთვის ემზადება

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანის მხრიდან შესაძლო შურისძიებისთვის ემზადება, რის გამოც მომდევნო 48 საათი განსაკუთრებით საფრთხილოა, - ამის შესახებ NBC News-ს პენტაგონის ორმა ინფორმირებულმა წყარომ და თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა განუცხადეს. 

როგორც წყაროებმა აღნიშნეს, ჯერჯერობით უცნობია, დაესხმება თუ არა თავს ირანი აშშ-ის ობიექტებს საზღვარგარეთ, ქვეყნის შიგნით თუ ორივე მიმართულებით.

წყაროები ამბობენ, რომ ირანს გეგმები უკვე აქვს. 

ამასთან, როგორც ამერიკული მედია წერს, ამერიკის სამხედრო ბაზები საზღვარგარეთ თვეების განმავლობაში განსაკუთრებულ მზადყოფნაში არიან.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იერიში მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაანში.

დარტყმები განხორციელდა B-2-ის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.