ნავროცკი მშვიდობის საბჭოს სხდომის შესახებ: სადაც მინდა, იქ გავფრინდები
პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ უარყო პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ეჭვები აშშ-ის ლიდერის, დონალდ ტრამპის მიერ დაარსებული მშვიდობის საბჭოს საინაუგურაციო შეხვედრაში მის მონაწილეობასთან დაკავშირებით.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ადრე განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის სურს მონაწილეობა მიიღოს მშვიდობის საბჭოს საინაუგურაციო შეხვედრაში, რომელიც 19 თებერვალს ვაშინგტონში გაიმართება, მან მთავრობის ინსტრუქციები უნდა შეასრულოს.
ჟურნალისტებმა ნავროცკის ჰკითხეს, გაემგზავრებოდა თუ არა ის შეერთებულ შტატებში ამ შეხვედრაზე დასასწრებად.
„პრემიერ-მინისტრს შეუძლია, მიუთითოს თავის შვილს, სად შეიძლება გაფრინდეს, ან თავის შვილიშვილებს, მაგრამ პრემიერ-მინისტრი ვერ მიუთითებს პოლონეთის პრეზიდენტს, სად უნდა გაფრინდეს. მე შემიძლია, გავემგზავრო, სადაც მსურს“, - აცხადებს ნავროცკი.