1769781726
უცხოეთი
ნატოში აშშ-ის ელჩი: შეძლებენ თუ არა უკრაინა და რუსეთი ტერიტორიების საკითხზე შეთანხმების მიღწევას, უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი
შეძლებენ თუ არა უკრაინა და რუსეთი ტერიტორიების საკითხზე შეთანხმების მიღწევას, უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი, - ეს განცხადება ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა X-ში გააკეთა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის ყველა დავა ტერიტორიების საკითხს უკავშირდება. თუმცა, უახლოეს კვირებში გაირკვევა, შეძლება თუ არა ორი ქვეყანა შეთანხმების მიღწევას.
უიტეკერმა დასძინა, რომ რუსეთი აგრძელებს ომს და ყოველდღიურად „ათასობით ჯარისკაცს“ კარგავს.
„მე ვნახე საჯარო ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ომის დაწყებიდან ორივე მხარის ჯამური დანაკარგები 2 მილიონ ადამიანს შეადგენს. ეს კატასტროფაა“, - დასძინა მან.