Loading data...
ნატოს უმაღლესი მთავარსარდალი გრინკევიჩი: ალიანსი თავისი ტერიტორიის ყველა სანტიმეტრს დაიცავს

„ჩვენი ყურადღება პოლონეთზეა კონცენტრირებული, ეს სიტუაცია ერთი ერის საზღვრებს სცილდება. ის, რაც ერთ მოკავშირეს ეხება, ყველა ჩვენგანზე მოქმედებს. ეს არის საკითხი, რომელიც მთელ ალიანსზე ახდენს გავლენას“, - ამის შესახებ ნატოს უმაღლესმა მთავარსარდალმა გენერალმა ალექსუს გრინკევიჩმა ალიანსის ხელმძღვანელ მარკ რუტესთან ერთად ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

„აღმოსავლეთის მცველი“ მოქნილი და სწრაფი იქნება, რაც კიდევ უფრო მიზანმიმართულ შეკავებასა და თავდაცვას უზრუნველყოფს ზუსტად მაშინ, როდესაც და სადაც საჭირო იქნება. ის მოიცავს დამატებით გაძლიერებულ შესაძლებლობებს, გააერთიანებს საჰაერო და სახმელეთო თავდაცვას, გაზრდის ინფორმაციის გაზიარებას ერებს შორის. „აღმოსავლეთის მცველი“, როგორც მე წარმომიდგენია, დაფარავს ალიანსის მთელ აღმოსავლეთ ფლანგს, ჩრდილოეთიდან შავ ზღვამდე და ხმელთაშუა ზღვამდე. ყველგან, სადაც შეიძლება რუსების მხრიდან საფრთხე დავინახოთ“, – აცხადებს გრინკევიჩი. 

მისივე თქმით, ნატო გააგრძელებს თავისი ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრის დაცვას.