Loading data...
ნატოს პრესსპიკერი: ალიანსი აშშ-თან აქტიურად თანამშრომლობს, რათა გერმანიიდან სამხედროების ნაწილის გაყვანის გადაწყვეტილებაზე მეტი დეტალი გაიგოს

„ჩვენ აშშ-სთან ვმუშაობთ მათი გადაწყვეტილების დეტალების გასარკვევად“, - ამის შესახებ ნატოს პრესსპიკერი ელისონ ჰართი სოციალურ ქსელში წერს.

„ეს ცვლილება ხაზს უსვამს იმის აუცილებლობას, რომ ევროპამ თავდაცვაში მეტი ინვესტირება გააგრძელოს და პასუხისმგებლობის უფრო მეტი წილი აიღოს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაზე, სადაც ჩვენ უკვე პროგრესი გვაქვს, მას შემდეგ, რაც გასულ წელს ჰააგის სამიტზე მოკავშირეები მშპ-ს 5%-ის ინვესტირებაზე შეთანხმდნენ. ჩვენ კვლავ დარწმუნებულები ვართ ჩვენს შესაძლებლობაში, რომ შეკავება და თავდაცვა უზრუნველვყოთ, რადგან გრძელდება ტრანსფორმაცია უფრო ძლიერი ევროპისაკენ ძლიერი ნატოს ფარგლებში“,- წერს ნატოს პრესსპიკერი.