1779281620
უცხოეთი
ნატოს გენერალური მდივანი რუსეთს გამანადგურებელი რეაქციით დაემუქრა, თუ ის უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს
ნატოს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადებით, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, რეაგირება გამანადგურებელი იქნება.
რუტემ უკრაინელი ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ აგრეთვე განაცხადა, რომ ნატო რუსეთის და ბელარუსის მიერ გუშინ დაწყებულ ბირთვულ წვრთნებსაც აკვირდება.
„მათ [რუსეთმა] იციან, რომ თუ ეს მოხდება, რეაქცია იქნება გამანადგურებელი. ხოლო რაც შეეხება წვრთნებს, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ ვაკვირდებით, ვიცით, რა ხდება“, - განაცხადა რუტემ პრესკონფერენციაზე.