Loading data...
ნატოს გენერალური მდივანი აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიებზე: ტერიტორიასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უკრაინამ უნდა მიიღოს

უკრაინის მომავალი უსაფრთხოების გარანტიების განხილვისას, ტერიტორიასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება თავად უკრაინამ უნდა მიიღოს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა.

„რაც შეეხება ტერიტორიას, ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ცხადია, უკრაინამ უნდა მიიღოს“, - განაცხადა რუტემ ჟურნალისტების თხოვნის საპასუხოდ, კომენტარი გაეკეთებინათ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე, რომ შეერთებული შტატები უკრაინისგან დონბასის დათმობას მოითხოვს ამერიკული მხარისგან უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ.

თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სრულფასოვანი სამშვიდობო შეთანხმებისთვის უკრაინას უნდა ჰქონდეს საიმედო გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიები.

„იმისათვის, რომ უკრაინა იყოს არა მხოლოდ სუვერენული, არამედ უსაფრთხოც, უსაფრთხოების გარანტიები უმნიშვნელოვანესია... სწორედ ამიტომ იყო ასე მნიშვნელოვანი, რომ შეერთებული შტატები და „მტკიცე ნების კოალიცია“ შეთანხმდნენ უსაფრთხოების გარანტიებზე პარიზში იანვარში (2026 – EP). რადგან ეს ხელს უშლის ვლადიმერ პუტინის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმას გრძელვადიან პერსპექტივაში, ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის ან, უკეთეს შემთხვევაში, სრულფასოვანი სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.