Loading data...
ნატოს გენერალმა პოლონეთის თავზე რუსული დრონების ჩამოგდების ოპერაცია წარმატებულად შეაფასა

ნატოს მოკავშირეთა ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა ევროპაში, გენერალმა ალექსუს გრინკევიჩმა, პოლონეთში რუსული დრონების ჩამოგდების ოპერაცია წარმატებულად შეაფასა. აღნიშნულის შესახებ გენერალმა ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვფიქრობ, ეს საკმაოდ წარმატებული ოპერაცია იყო, დრონების ჩამოგდება, ჩვენ განვახორციელეთ ნიდერლანდური F-35-ებით და სხვა საშუალებებით“, - აღნიშნა მან.

ნატოს მთავარსარდალმა დასძინა, რომ ეს ოპერაცია, სხვა მსგავსი სიტუაციების მსგავსად, საშუალებას იძლევა მომავალში ალიანსის ძალების ეფექტურობის გაზრდის საშუალება მოიძებნოს.

„ჩემი აზრით, რამდენიმე დღის წინ (საჰაერო სივრცის) დარღვევის მასშტაბები აშკარად უფრო დიდი იყო, ვიდრე წინა. ამიტომ, ამ პრობლემასთან დაკავშირებული დამატებითი რესურსების მოზიდვა დაგვეხმარება მის მოგვარებაში“, - დასძინა გრინკევიჩმა.