1754739724
უცხოეთი
ნალჩიკში საბაგირო ჩამოწყდა

რუსეთის ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკაში საბაგირო ჩამოწყდა. ამის შესახებ vedomosti.ru იუწყება.
ინციდენტი ქალაქ ნალჩიკის საკურორტო ზონაში მოხდა. დაშავებულია 10 ადამიანი. მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.