1772703112
უცხოეთი
ნახიჩევანის აეროპორტზე დრონით თავდასხმის გამო, აეროპორტის მახლობლად მდებარე სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერდა
ირანის მოსაზღვრე ნახიჩევანის აეროპორტზე დრონით თავდასხმის შემდეგ, აეროპორტის მახლობლად მდებარე სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერდა, ხოლო მასწავლებლები და მოსწავლეები ევაკუირებულნი არიან, - ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
როგორც მედია წერს, ტერიტორიაზე ორი სკოლა არის ევაკუირებული.
„ევაკუაცია პედაგოგებისა და მოსწავლეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განხორციელდა“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.