„მზად ვართ, თქვენი ბოროტება რეგიონიდან აღმოვფხვრათ“ - ირანელი მაღალჩინოსანი ისრაელს განადგურებით ემუქრება
ირანელი მაღალჩინოსანი ისრაელს განადგურებით ემუქრება, თუ ის არასწორ ნაბიჯს გადადგამს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს მომავალ კვირას დაგეგმილ არჩევნებში.
„როგორიც არ უნდა იყოს თქვენი არჩევნების შედეგები, ჩვენ ეჭვი არ გვეპარება თქვენს მტრულ განწყობაში. ჩვენ მზად ვართ, უმცირესი ოპერატიული შეცდომის საპასუხოდ, სამუდამოდ აღმოვფხვრათ თქვენი ბოროტება რეგიონიდან“, - წერს ებრაულ ენაზე ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის ხელმძღვანელი ებრაჰიმ აზიზი.
20 ოქტომბერს ირანელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ისრაელის ბედი „მამაცი ირანელი ხალხისა და წინააღმდეგობის ფრონტის ნების შედეგად სრული დამარცხებაა“.
ცნობისთვის, კომენტარები მას შემდეგ გაკეთდა, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანზე ახალ დარტყმას გეგმავდა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეს იდეა აშშ-ის შუალედური არჩევნების დასრულებამდე გააუქმა.