მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, მექსიკაში მამაკაცი თავს ტურისტებს დაესხა
მექსიკის უძველეს, ისტორიულ პირამიდებთან სროლას 32 წლის კანადელი ტურისტი ემსხვერპლა. ტეოტიუაკანის ტერიტორიაზე მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, რამაც ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე შეიწირა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა. როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ, სროლამ ტურისტებში პანიკა და შიში გამოიწვია. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან იარაღი და ვაზნები ამოიღო. მექსიკის პრეზიდენტის განცხადებით, ის კანადის საელჩოსთან კონტაქტზე იმყოფება.
განსაკუთრებული შეშფოთება ფაქტმა იმიტომ გამოიწვია, რომ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ შვიდი კვირაა დარჩენილი. შეგახსენებთ, მექსიკა კანადასთან ერთად, ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელია.
მექსიკის პრეზიდენტის კლაუდია შეინბაუმის თქმით, მან უსაფრთხოების სამსახურს ინციდენტის გამოძიება და „ყველა საჭირო ზომის მიღება“ დაავალა.
„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულისა და დაშავებულების ოჯახების წევრებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათ მხარდასაჭერად“, - დაწერა შეინბაუმმა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ტეოტიუაკანის პირამიდები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია და ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად ითვლება.