Loading data...
მსოფლიო ლიდერები რომის პაპის გარდაცვალებას გამოეხმაურნენ - „მსოფლიო კარგავს სუსტთა დამცველს“

მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, პაპი ფრანცისკე ყოველთვის ყველაზე დაუცველების მხარეს იდგა.

პონტიფიკოსის გარდაცვალებას შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი გამოეხმაურა და აღნიშნა, „მოხარული ვიყავი, რომ ის გუშინ ვნახე, თუმცა აშკარად ძალიან ავად იყო. მე ყოველთვის მემახსოვრება ქადაგება, რომელიც მან „კოვიდის“ დროს წარმოთქვა“.

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, მას ჰქონდა პატივი დამტკბარიყო პონტიფიკოსთან მეგობრობით, რჩევებით და სწავლებებით. 

რომის პაპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა გერმანიის კანცლერმაც. 

„პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებით კათოლიკური ეკლესია და მსოფლიო კარგავს სუსტთა დამცველს, შემრიგებელ და გულთბილ ადამიანს“, - აღნიშნა კანცლერმა. 

ინფორმაციისთვის, რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში 21 აპრილს გარდაიცვალა.