Loading data...
მსოფლიო ბირჟებზე ოქრო და ვერცხლი გაიაფდა

ოქროსა და ვერცხლზე ფასი მსოფლიო ბაზარზე მკვეთრად დაეცა. ვაჭრობის შედეგად ოქრო 12%-ით გაიაფდა და მისი ერთი უნციის ფასი 5 000 აშშ დოლარზე ნაკლები გახდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

რაც შეეხება ვერცხლს, ის ერთ დღეში 36%-ით გაიაფდა. ეს არის ერთ დღეში ვერცხლის ფასის კლების რეკორდი მთელი ისტორიის განმავლობაში. საინტერესოა, რომ ორივე ძვირფასი ლითონი 2025 წელს სტაბილურად ძვირდებოდა. ერთი კვირის წინ რამდენიმე დღეში ოქრო 220 დოლარით გაძვირდა.

ოქროს და ვერცხლის ფასის დაცემა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სამსახურის უფროსის დანიშვნასთან დაკავშირებით მეტ სიცხადეს უკავშირდება. მანამდე ინვესტორები შიშობდნენ, რომ დონალდ ტრამპი მარეგულირებელი ორგანოს უფროსად ისეთ ადამიანს დანიშნავს, რომელიც განაკვეთებს პირველივე მოთხოვნის შემდეგ დასწევს, რაც დოლარის გაუფასურებას და ინფლაციას გამოიწვევს.

იმის შემდეგ, რაც გაჩნდა ინფორმაცია, რომ სარეზერვო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კევინ უორში ინიშნება, რომელიც ამ თანამდებობას ადრე უკვე იკავებდა, ბირჟებზე ეს ინფორმაცია აღიქვეს, როგორც სტაბილური მონეტარული პოლიტიკის სიგნალი. ამ ფონზე დოლარი გამყარდა, რამაც ძვირფასი ლითონების მიმართ ინტერესი შეამცირა.