1777886894
უცხოეთი
მოსკოვში მობილური ოპერატორები მომხმარებელს აფრთხილებენ, რომ 5-9 მაისს მობილური ინტერნეტი გაითიშება
5-9 მაისს მოსკოვში მობილური ინტერნეტი და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა იქნება შეზღუდული, მობილური კავშირის ოპერატორებმა მომხმარებელს შესაბამისი ინფორმაცია უკვე მიაწოდეს. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა სენია სობჩაკმა ტელეგრამ-არხზე კომპანიის შეტყობინების სქრინშოტი გამოაქვეყნა, მასში კომპანია მოსახლეობას ურჩევს, რომ WIFi-ის ინტერნეტით ისარგებლოს. ეს ინფორმაცია კომპანია „ბილაინმაც“ დაადასტურა.
მანამდე „ბი-ბი-სი“-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვში 9 მაისს აღლუმის წინ მობილური კავშირის სრული გათიშვა იგეგმება. მოგვიანებით ეს ინფორმაცია გამოცემა „კომერსანტს“ საკუთარმა წყაროებმაც დაუდასტურეს.