1770366595
უცხოეთი
მოსკოვში გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ალექსეევზე თავდასხმა განხორციელდა
6 თებერვალს, მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ალექსეევზე თავდასხმა განხორციელდა. უცნობმა პირმა მას ზურგში რამდენჯერმე ესროლა, - ამის შესახებ საგამოძიებო კომიტეტის პრესსპიკერმა სვეტლანა პეტრენკომ რუსულ მედიას განუცხადა.
არსებული ინფორმაციით, თავდასხმა ვოლოკოლამსკოეს გზატკეცილზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს მოხდა. უცნობმა პირმა გენერალს რამდენჯერმე ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა
დაჭრილი გენერალ-ლეიტენანტი საავადმყოფოში მოათავსეს. მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
ბრალდებულის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.