Loading data...
მოსკოვის მერის განცხადებით, დრონი ჩამოაგდეს, რომელიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა

მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით, რუსეთის თავდაცვის ძალებმა დრონი ჩამოაგდეს, რომელიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა. 

სობიანინის თქმით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ.

სობიანინის არ დაუკონკრეტებია, თუ რა ლოკაციაზე მოხდა უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება. 

ტელეგრამ არხი „ბაზა“ იტყობინება, რომ დრონი ბრონნიცის მახლობლად ჩამოაგდეს, რომელიც დედაქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქია.