1778145349
უცხოეთი
მოსკოვი 9 მაისს მობილურ ინტერნეტს სრულად გათიშავს
9 მაისს მოსკოვი სრულად შეზღუდავს მობილურ ინტერნეტზე წვდომას, მათ შორის წვდომა დროებით შეიზღუდება „თეთრ სიაში“ არსებულ ვებგვერდებსა და SMS შეტყობინებების სერვისებზე, - აღნიშნულ ინფორმაციას „ბიბისი“ რუსეთის ციფრული განვითარების, კომუნიკაციებისა და მასმედიის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„შეზღუდვები აუცილებელია სადღესასწაულო ღონისძიებების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
7 და 8 მაისს გათიშვა არ არის დაგეგმილი, თუმცა, შესაძლოა, ოპერაციული შეზღუდვები დაწესდეს.
ცნობისთვის, 9 მაისს მოსკოვში, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი, სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩატარდება.
კრემლში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი უკრაინის მხრიდან „ტერორისტული საფრთხეა“.