Loading data...
„მოსალოდნელი ნაბიჯი იყო“ - გერმანიის თავდაცვის მინისტრი ჯარების გაყვანის შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებაზე

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება ევროპაში სამხედრო ყოფნის შემცირების შესახებ მოსალოდნელი ნაბიჯი იყო და ევროპის ქვეყნებს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისკენ მოუწოდა, - იუწყება Sky News.

გერმანიიდან 5 000 ჯარისკაცის გაყვანის შესახებ აშშ-ის გეგმებზე კომენტირებისას, პისტორიუსმა განაცხადა, რომ „ევროპელებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ საკუთარ უსაფრთხოებაზე, რაც შეამცირებს მის დამოკიდებულებას ამერიკულ სამხედრო ყოფნაზე“.

პისტორიუსმა, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია უკვე სწორი მიმართულებით მოძრაობს: აფართოებს ბუნდესვერის შეიარაღებული ძალების რაოდენობას, აჩქარებს იარაღის შესყიდვას და ავითარებს სამხედრო ინფრასტრუქტურას.

„პროგნოზირებადი იყო, რომ აშშ გაიყვანდა ჯარებს ევროპიდან, მათ შორის გერმანიიდან“, - აცხადებს გერმანიის თავდაცვის მინისტრი.