მოლდოვის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე, სავარაუდოდ, „შაჰედის“ ტიპის დრონმა დაარღვია
მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 20 აგვისტოს ღამეს ქვეყნის საჰაერო სივრცე, სავარაუდოდ, „შაჰედის“ ტიპის დრონმა დაარღვია.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ობიექტი ქვეყნის ტერიტორიაზე ადგილობრივი დროით გამთენიის 03:16 საათზე დააფიქსირეს.
დრონი მოლდოვის საჰაერო სივრცეში ექვსი წუთის განმავლობაში დარჩა, რის შემდეგაც ტერიტორია დატოვა. მან უკრაინასთან სახელმწიფო საზღვარი ოდესის ოლქის სოფელ ბოლბოკასთან (კოტლოვინა) ახლოს გადაკვეთა და მოლდოვას ტერიტორიაზე, გაგაუზიის სოფელ ეტულიას მიმართულებით შევიდა.
„სამხედრო ტიპის თვითმფრინავმა ეროვნული საჰაერო სივრცე დილის 03:22 საათზე დატოვა, სოფელ ეტულიდან უკრაინის მიმართულებით მიფრინავდა. გადაფრენა რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაზე ღამით განხორციელებული ავიაიერიშების შემდეგ მოხდა“, - დასძინა მოლდოვას თავდაცვის სამინისტრომ.