მოლდოვის პრემიერი: როგორც მოქალაქე, მხარს დავუჭერდი რუმინეთთან გაერთიანებას, თუმცა, როგორც მოლდოვის პრემიერ-მინისტრი, ვალდებული ვარ, შევასრულო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობის ნება, რომლებიც მხარს უჭერენ ევროინტეგრაციას
მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრუ მუნტეანუმ რუმინეთთან შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ როგორც ქვეყნის მოქალაქე, ის მხარს დაუჭერდა რუმინეთთან გაერთიანებას, მაგრამ როგორც მთავრობის მეთაური აპირებს, გაითვალისწინოს მოქალაქეთა უმრავლესობის არჩევანი, რომლებიც მხარს უჭერენ ევროინტეგრაციას.
მუნტეანუმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ თუ მოლდოვაში რუმინეთთან გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდება, ის გაერთიანებას მხარს დაუჭერს.
„როგორც მოქალაქე ალექსანდრუ მუნტეანუ, მხარს დავუჭერდი რუმინეთთან გაერთიანებას. თუმცა, როგორც მოლდოვას პრემიერ-მინისტრი, ვალდებული ვარ, შევასრულო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობის ნება, რომლებმაც უკვე სამჯერ მისცეს ხმა ევროკავშირში ინტეგრაციის მოლდოვის სტრატეგიულ მიზნად ქცევას. ყველაფერს გავაკეთებ, რაც ამ მიზნის მისაღწევად არის საჭირო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.