1786362530
უცხოეთი
მოლდოვაში დრონის ჩამოვარდნის გამო კიშინეუმ მოსკოვიდან ელჩი გაიწვია
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვიდან ელჩი კუნსულტაციებისთვის გაიწვია. ამის მიზეზი მოლდოვის დასახლება კროკმაზში დრონის ჩამოვარდნა გახდა. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.
როგორც მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფეისბუკში დაწერა. ეს ინციდენტი არის მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სერიოზული დარღვევა და ის მოქალაქეების უსაფრთხოებას ემუქრება.
ცნობისთვის, 9 აგვისტოს მოლდოვის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კროკმაკის დასახლების მახლობლად, რომელიც ოდესის ოლქს ესაზღვრება, აფეთქება მოხდა. აფეთქების ადგილას უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები იყო აღმოჩენილი. პოლიციის ცნობით, დრონი ხეს დაეჯახა და აფეთქდა, ხოლო მისი ნამსხვრევები დიდ ტერიტორიაზე მიმოიფანტა.