1768888414
უცხოეთი
მოლდოვამ დსთ-დან გასვლის პროცესი დაიწყო
მოლდოვამ დსთ-დან გასვლის პროცესი დაიწყო, - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიჰაი პოპშოიმ განაცხადა.
„ეს ნიშნავს, რომ მოლდოვას რესპუბლიკა ოფიციალურად აღარ იქნება დსთ-ის წევრი. აქამდე იურიდიულად ჩვენ ისევ წევრები ვიყავით. ამ სამი ფუნდამენტური შეთანხმების დენონსაცია, რომლებიც ჩვენი დსთ-ში ყოფნის საფუძველს წარმოადგენს, მოგვცემს უფლებას, ვთქვათ, რომ, იურიდიული თვალსაზრისით, მოლდოვა დსთ-ის წევრი ოფიციალურად აღარ იქნება, რადგან ჩვენ მონაწილეობა დე ფაქტო უკვე შეჩერებული გვაქვს.
მოლდოვის რესპუბლიკა ოფიციალურად აღარ იქნება დსთ-ის ნაწილი. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, ეს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მივიღეთ, დამტკიცების პროცესი დაწყებულია“, - განაცხადა მიჰაი პოპშოიმ.