Loading data...
მოჯთაბა ხამენეიმ ირანის შეიარაღებულ ძალებს უბრძანა, „მტრის ნებისმიერ საფრთხეს“ დაუყოვნებლივ და „გეოგრაფიული შეზღუდვების გარეშე“ უპასუხონ

ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ შეერთებული შტატები თავდასხმების განახლების წინააღმდეგ გააფრთხილა.

ხამენეიმ ირანის შეიარაღებულ ძალებს უბრძანა, „მტრის ნებისმიერ საფრთხეს“ დაუყოვნებლივ და „გეოგრაფიული შეზღუდვების გარეშე“ უპასუხონ, ნათქვამია მის ოფიციალურ Telegram არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„თუ მტრები კვლავ განახორციელებენ სამხედრო, ან ტერორისტულ თავდასხმებს, სწორედ ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები და ირანელი ერი განსაზღვრავენ მათი დასრულების დროსა და პირობებს“, - განაცხადა ხამენეიმ.

მან გასცა განკარგულება, განახლდეს სამხედრო სამიზნეების სია ისე, რომ აშშ-ისა და ისრაელის „ფიზიკური, თუ არაფიზიკური“ აქტივები ირანული ძალების წვდომის არეალში მოექცეს.

ხამენეი საჯაროდ არ გამოჩენილა მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის ავიაიერიშის შედეგად დაშავდა.