Loading data...
მოჯთაბა ხამენეი: ისლამისადმი მტრულად განწყობილებმა უნდა იცოდნენ, რომ ალი ლარიჯანის სისხლის დაღვრა ისლამურ სისტემას მხოლოდ გააძლიერებს, ისინი საფასურს გადაიხდიან

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი იმუქრება, რომ ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივნის ალი ლარიჯანის მკვლელები „საფასურს გადაიხდიან“.

„უდავოა, რომ ასეთი პიროვნების მკვლელობა აჩვენებს მისი მნიშვნელობის ხარისხს და ისლამის მტრების მისდამი მტრულ დამოკიდებულებას. ისლამისადმი მტრულად განწყობილებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ ადამიანის სისხლის დაღვრა ისლამურ სისტემას მხოლოდ გააძლიერებს. რა თქმა უნდა, ყოველ დაღვრილ სისხლს აქვს თავისი საფასური, რომელსაც ამ მოწამეთა კრიმინალი მკვლელები მალე გადაიხდიან“, – აღნიშნა მოჯთაბა ხამენეიმ წერილობით განცხადებაში.

ცნობისთვის, ირანის ხელისუფლებამ ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივნის ალი ლარიჯანის ლიკვიდაცია დაადასტურა.