1773809255
უცხოეთი
ირანის ხელისუფლება ალი ლარიჯანის ლიკვიდაციას ადასტურებს
ირანის ხელისუფლება ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელის ალი ლარიჯანის ლიკვიდაციას ადასტურებს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება წერს, ალი ლარიჯანი მის შვილთან, მორტეზასთან, ერთ-ერთ თანაშემწესთან და მცველთან ერთად მოკლეს.
„ირანისა და ისლამური რევოლუციის წინსვლისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში ბრძოლის შემდეგ, მან უპასუხა ღვთის მოწოდებას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიით წაიკითხეს.
ირანის ხელისუფლების დადასტურებამდე კი, ლარიჯანის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია ისრაელმა გაავრცელა.